ბერტრან რასელი

ბერტრან რასელი (1872-1970) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადოებრივი მოღვაწე. რასელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის განვითარებაში. რასელი ფიქრობს, რომ ფილოსოფია თავის პრობლემებს ბუნებისმეტყველებიდან იღებს, მისი ამოცანაა ბუნებისმეტყველების პრინციპებისა და ცნებების ანალიზი და ახსნა, ფილოსოფიის არსს შეადგენს ლოგიკა, ლოგიკრი ანალიზი. რასელი ინგლისური ნეორეალიზმისა და ნეოპოზიტივიზმის ფუძემდებელია. იგი იყო რელიგიის მოწინააღმდეგე და იცავდა ათეისტურ შეხედულებებს. გამოდიოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და იღწვოდა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

ვინ არის აგნოსტიკოსი?

ვინ არის აგნოსტიკოსი?

აგნოსტიკოსი შეუძლებლად მიიჩნევს ჭეშმარიტების შეცნობას ღმერთის არსებობისა და მარადიული ცხოვრების საკითხებში, რომლებთანაც დაკავშირებულია ქრისტიანობა და სხვა რელიგიები. ან, თუ ზოგადად შეუძლებლად არა, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად მაინც.

ითვლებიან თუ არა აგნოსტიკოსები ათეისტებად?

არა. ათეისტი, ქრისტიანის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შესაძლებელია შეიცნო არსებობს თუ არა ღმერთი. ქრისტიანის აზრით, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს; ათეისტის აზრით, ღმერთი არ არსებობს. აგნოსტიკოსი თავს იკავებს აზრის გამოთქმისაგან, ამბობს რა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი არც მტკიცებისა და არც უარყოფისათვის. ამავე დროს, აგნოსტიკოსი შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ღმერთის არსებობა არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია; მან შეიძლება ჩათვალოს კიდეც ეს არსებობა იმ დონეზე დაუჯერებლად, რომ მას არ უღირდეს ამის განხილვა პრაქტიკაში. ასეთ შემთხვევაში, ის არცთუ ისე შორსაა ათეიზმისგან. მისი პოზიცია შესაძლოა გვაგონებდეს ფილოსოფოსის ფრთხილ დამოკიდებულებას ძველ ბერძენთა ღმერთებისადმი. თუ მე მთხოვდნენ დამემტკიცებინა, რომ ზევსი, პოსეიდონი, ჰერა და სხვა ოლიმპოელები არ არსებობენ, ჩემთვის რთული აღმოჩნდებოდა დამაჯერებელი არგუმენტების მოძიება. აგნოსტიკოსი ქრისტიანული ღმერთის არსებობას შეიძლება მიიჩნევდეს იმდენად დაუჯერებლად, რამდენადაც ოლიმპოელი ღმერთების არსებობას; ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულად დგება ათეისტის პოზიციაზე. სრული ტექსტი

ფრენსის ბეკონი

ფრენსის ბეკონი (1561-1626) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ახალი დროის მატერიალიზმისა და ექსპერიმენტული მეცნიერების ფუძემდებელი. მეფე იაკობ I-ის დროს მიაღწია მაღალ თანამდებობას სახელმწიფოში, გახდა ლორდ-კანცლერი. ბეკონს ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „ახალი ორგანონი“ (1620 წ.), რომელშიც განავითარა მეცნიერების ამოცანების ახალი გაგება და მეცნიერული ინდუქციის საფუძვლები. გამოაცხადა, რომ ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეცნიერება შეძლებს გააძლიეროს ადამიანის ბატონობა ბუნებაზე. ამასთან, ბეკონი თვლიდა, რომ ამ მიზნის მიღწევა ძალუძს მხოლოდ იმ მეცნიერებას, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ჭეშმარიტი მიზეზების წვდომა, ამიტომაც იგი გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ.

სიკვდილის შესახებ

ხალხს ისე ეშინია სიკვდილის, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის და როგორც ბავშვებს უძლიერდებათ ეს თანდაყოლილი შიში ზღაპრებით, ზუსტად ასევეა სიკვდილის შიშიც. ცხადია, ფიქრი სიკვდილზე როგორც ცოდვებისათვის სასჯელზე და სხვა სამყაროში გადასვლაზე ღვთისმოშიშურია. მაგრამ, შიში სიკვდილისა როგორც ბუნების გარდაუვალი ხარკისა არის სისუსტე. თუმცა კი, ღვთისმოსაობაში სიკვდილზე ფიქრი გარკვეულწილად ამაოებასა და ცრურწმენაში ირევა. ზოგიერთი ბერმონაზვნის თხზულებებში მოკვდავთა ტანჯვის შესახებ ჩვენ მოგვაგონებენ თუ როგორია ტკივილი, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი თუნდაც მისი თითის წვერის წვალებისას და როგორი იქნება, შესაბამისად, სიკვდილის ტანჯვა, როცა ინგრევა მთელი სხეული. სხვათა შორის, სიკვდილი ხშირად უფრო ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე სხეულის ერთი ნაწილის დაზიანება, რამდენადაც სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები არ არიან ყველაზე მგრძნობიარენი. „Pompa mortis magis terret, quam mors ipsa“[1] — ეს სიტყვები თავის თავში გულისხმობენ როგორც ფილოსოფიურ, ისე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. კვნესა, კრუნჩხვა, ფერმკრთალი სახე, მეგობართა ცრემლები, გლოვა, ძაძები, დაკრძალვა და სხვა — აი, რისგან გარდაიქმნება სიკვდილი საშინელებად. სრული ტექსტი

იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი (1724-1804) — გერმანელი ფილოსოფოსი და მეცნიერი, გერმანული კლასიკური იდეალიზმის ფუძემდებელი.  დაიბადა, სწავლობდა და მოღვაწეობდა ქ. კენინსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი), სადაც 1755-70 წლებში იყო უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო 1770-96 წლებში პროფესორი კანტი „კრიტიკული“ ანუ „ტრანსცენდენტალური“ იდეალიზმის ფუძემდებელია.

ქვემორე სტატია წარმოადგენს იმანუელ კანტის საპასუხო სტატიას ფრანგი ფილოსოფოსის — ბენჟამინ კონსტანისადმი, რომელმაც მანამდე თავის სტატიაში გააკრიტიკა კანტის შეხედულებები.

ტყუილის თქმის შესაძლო უფლებაზე ალტრუისტული მოტივებით

ჟურნალის „საფრანგეთი 1797 წელს“ მეექვსე გამოცემის პირველ ნომერში, პოლიტიკურ წინააღმდეგობათა შესახებ ბენჟამინ კონსტანის სტატიის 123-ე გვერდზე ნათქვამია შემდეგი:

„მორალური პრინციპის, თითქოს სიმართლის თქმა ჩვენი მოვალეობაა — უპირობოდ და განცალკევებულად მიღება, — ნებისმიერი საზოგადოების წარმოქმნას შეუძლებელს გახდიდა. ამის მტკიცებულება ჩვენ გაგვაჩნია მოცემული პრინციპიდან გამომდინარე იმ უშუალო დასკვნებში, რომელიც გააკეთა ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა; ის იქამდე მივიდა, რომ ამტკიცებს, თითქოს ტყუილის თქმა ბოროტგანმზრახველის კითხვის პასუხად, ხომ არ დაიმალა ჩვენს სახლში მის მიერ დევნილი ჩვენი მეგობარი, — იქნებოდა დანაშაული“. სრული ტექსტი

გონების სრულყოფა

ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1661 წელს სპინოზას მიერ ლათინურ ენაზე დაიწერა ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაშრომი დაუსრულებელი სახითაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ პარალელურად სპინოზამ დაიწყო „ეთიკის“ წერა, რომელშიც განიხილა ყველა უმთავრესი საკითხები და ამიტომ ზემოხსენებული ტრაქტატი აქტუალურად აღარ ჩათვალა. სრული ტექსტი

მეტაფიზიკური აზრები

დანართი, რომელიც შეიცავს მეტაფიზიკურ აზრებს

۞ ÷ ۞ ÷ ۞

მეტაფიზიკური აზრების შემცველი დანართი, რომელიც სპინოზას მიერ დაწერილია 1663 წელს მოკლედ აღწერს მეტაფიზიკის ზოგადი და სპეციალური ნაწილების შედარებით უფრო რთულ საკითხებს, რომელიც შეეხება არსებულს და მის განსაზღვრებებს, ღმერთს და მის ატრიბუტებს, აგრეთვე ადამიანის სულს. სრული ტექსტი