۞ ÷ ۞ ÷ ۞
- ადამიანის მიერ ღმერთის შექმნა მისივე სასოწარკვეთილებისა და უსუსურობის დასტურია, ხოლო ასეთი ღმერთის აღიარება — თავის მოტყუება.
- ის, ვინც წინასწარმეტყველობას იჩემებს თაღლითია ან შეშლილი.
- მარხვა — რელიგიური დიეტა.
- მე არ ვაღიარებ თვითმკვლელობას, ჩადენილს გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების, მძიმე ავადმყოფური მდგომარეობისა თუ გამოუვალ დეპრესიაში ყოფნის გამო. მე ვაღიარებ თვითმკვლელობას, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმას, მიმართულს ყოფიერების ამაოების წინააღმდეგ.
- მომავალი კი არ არსებობს, არამედ აწმყო ქმნის მას.
- მორალი — ეს არის ბუნებრივ ქაოსში ადამიანური წესრიგის შეტანა.
- თვალთმაქცური თავმდაბლობა ქედმაღლობაა.
- მოძღვარი — საეკლესიო ფსიქოლოგი.
- რა უნდა იყოს იმაზე სასაცილო, რაც ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიაში სიარულია? თუ ადამიანი გადაწყვეტს ეკლესიაში წასვლას განუსაზღვრელი ცოდვების მოსანანიებლად, მაშინ ეს გადაწყვეტილება იმთავითვე აზრს მოკლებული იქნება, რამეთუ მას არ ეცოდინება თუ რა ჩაიდინა კარგი და რა ცუდი, შესაბამისად მას არ ეცოდინება თუ რა უნდა მოინანიოს. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს ეკლესიაში წასვლას განსაზღვრული ცოდვების მოსანანიებლად, მაშინ ეს გადაწყვეტილება იმთავითვე ცოდვების მონანიებად უნდა ჩაითვალოს, რამეთუ მან გააცნობიერა თუ რა ჩაიდინა კარგი და რა ცუდი. ცუდის ჩადენის გაცნობიერება კი სხვა არაფერია თუ არა მონანიება.
- რელიგია ის ტყუილია, რომელსაც ყველაზე გრძელი ფეხები აქვს.
- სამყარო მისთვის ჩვეული მიმზიდველობითა და მაცდურობით ისე საგულდაგულოდ ნიღბავს ცხოვრების აბსურდულობას, რომ ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას ადრე თქვას უარი იმაზე, რაზეც მას აუცილებლად მოუწევს უარის თქმა გვიან.
- სიმშვიდე თავდაჯერებაა.
- სიცოცხლე — ბუნების მაცდური შემოთავაზება, რომელზედაც თანხმობას ჩვენ ნაცვლად ჩვენი მშობლები აცხადებენ, ხოლო მის უარსაყოფად კი ცხოვრების მთელი პერიოდი გვაქვს მოცემული.
- სიცოცხლე სიკვდილამდე დროის გაყვანაა.
- ტრადიციას კი არ ინარჩუნებენ, არამედ ის თავისით ნარჩუნდება და მხოლოდ იმიტომ, რომ კარგია და სასარგებლო. ძალით შენარჩუნებული ტრადიცია დოგმატიზმია, ხოლო დოგმატიზმი — პრიმიტივიზმი.
- ღმერთი — კაცობრიობის უდიდესი გამოგონება.
ჭეშმარიტებაზე როგორი შეხედულება გაქვს? ))
ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტება სრულად შეცნობადია. მატერიალისტი ვარ და ცხადია ვაღიარებ ადამიანის ცნობიერების მიღმა არსებულ ობიექტურ რეალობას, შესაბამისად ობიექტურ ჭეშმარიტებას, თუმცა ვთვლი, რომ შეფარდებითია და არა აბსოლუტური, რადგან აბსოლუტური საგნები არ არსებობენ ბუნებაში.
ორი ვერსია მქონდა მოსმენილი, შენ შუალედური პოზიცია გაქვს 🙂