۞ ÷ ۞ ÷ ۞
-
ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ფულს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თავადვე შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება ფულის გულისთვის.
-
ადამიანებს ისე არაფრის მართვა უჭირთ, როგორც საკუთარი ენების და უფრო შეუძლიათ შეიკავონ თავიანთი სურვილები, ვიდრე თავიანთი სიტყვები.
-
არავინ ისეთი ხარბი არ არის პირფერობაზე, როგორც ის პატივმოყვარე, რომელსაც პირველობა სურდა, მაგრამ ვერ კი შეძლო.
-
არ არსებობს შიში იმედის გარეშე და არ არსებობს იმედი შიშის გარეშე.
-
არცერთი სხეული არ იკავებს მეორე სხეულის ადგილს, თუ ეს უკანასკნელი ამავდროულად არ იკავებს მესამის ადგილს.
-
არცოდნა, ისევე როგორც ავტორიტეტზე დაყრდნობა, არ არის საბუთი.
-
გაგება — თანხმობის დასაწყისი.
-
ერთი და იგივე საგანი ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყოს კარგი, ცუდი და განურჩეველი. მაგალითად, მუსიკა კარგია მოწყენილისთვის, ცუდი — მგლოვიარესთვის, ხოლო არც კარგი და არც ცუდი ყრუსთვის.
-
ეჭვიანობა არის ზრუნვა იმაზე, რომ მავანი დატკბეს მიღწეულით და შეინარჩუნოს იგი.
-
ვიყოთ ის, რაც ვართ და გავხდეთ ისეთები, როგორებიც შეგვიძლია ვიყოთ — აი, ერთადერთი აზრი ცხოვრებისა.
-
თავისუფალი ადამიანი არაფერზე ისე ცოტას არ ფიქრობს, როგორც სიკვდილზე, და მისი სიბრძნე მდგომარებს ფიქრებში არა სიკვდილზე, არამედ სიცოცხლეზე.
-
თავისუფალი ეწოდება ისეთ საგანს, რომელიც არსებობს მხოლოდ შინაგანი აუცილებლობის მიხედვით და თვითონ განსაზღვრავს თავის თავს მოქმედებისაკენ.
-
თავისუფალია ის, ვინც გონივრულად განსაზღვრავს თავის ქცევას სამყაროს შეცნობილი ობიექტური კანონების შესაბამისად.
-
თავისუფლად ვარდნილ ქვას რომ აზროვნება შეძლებოდა ის გაიფიქრებდა, რომ ვარდება თავისუფალი ნების შესაბამისად.
-
თანაგრძნობა სიყვარულია, რამდენადაც ის ადამიანზე მოქმედებს იმგვარად, რომ ადამიანი განიცდის სიამოვნებას სხვისი ბედნიერებისას, და პირიქით, — უსიამოვნებას სხვისი უბედურებისას.
-
თუ გსურთ, რომ ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მას თავდაპირველად თქვენი კარგი განწყობა.
-
თუ გსურს, რომ აწმყო განსხვავებული იყოს წარსულისგან, შეისწავლე წარსული.
-
თქვენი ჭეშმარიტება სარწმუნოებაა, ხოლო ჩემი სარწმუნოება არის ჭეშმარიტება.
-
ისე არავინაა შურისადმი მიდრეკილი როგორც თვითდამცირებული ადამიანები.
-
ნებისმიერი კანონი, რომელიც შეიძლება დარღვეულ იქნას ისე, რომ არავის მიადგეს ზიანი, დასაცინია.
-
მე ვისწავლე არა დაცინვა, მოთქმა და განრისხება, არამედ გაგება ადამიანთა ქცევების.
-
მჯერა, სამკუთხედს რომ საუბარი შეძლებოდა ის იტყოდა, რომ ღმერთი უცილობლად სამკუთხედისებურია და ასევე, წრე იტყოდა, რომ ღმერთი უცილობლად წრისებურია, და ამგვარადვე მიაწერდა ყველა თავიანთ ატრიბუტებს ღმერთს.
-
ნეტარება სათნოებაა და არა ჯილდო სათნოებისა.
-
პატივმოყვარეობა გადამეტებული სურვილია დიდებისა.
-
პეტრეს სიტყვები პავლეზე უფრო მეტის მთქმელია პეტრეზე, ვიდრე პავლეზე.
-
როგორც კი წარმოიდგენს ადამიანი, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს განსაზღვრული საქმე, იმ მომენტიდან მას განზრახული აქვს არ განახორციელოს ის, საბოლოოდ კი მისთვის ამ საქმის შესრულება შეუძლებელი ხდება.
-
როგორც სინათლე ააშკარავებს თავის თავს და გარემომცველ სიბნელეს, ისე ჭეშმარიტებაც საზომია თავისი თავისაც და სიცრუისაც.
-
საუკეთესო მრწამსი გააჩნია არა იმას, ვინც ფლობს ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტებს, არამედ იმას, ვისაც მოაქვს სამართლიანობისა და გულმოწყალების უმშვენიერესი ნაყოფი.
-
სევდა — ეს არის ამა თუ იმ ნივთის დაუფლების სურვილი ან სწრაფვა, რომელიც მხარდაჭერილია მოგონებით ამ ნივთზე და ამასთანავე შემოფარგლულია მოგონებით სხვა ნივთებზე, რომლებიც გამორიცხავენ სასურველი ნივთის არსებობას.
-
სიამოვნება — ადამიანის გადასვლა ნაკლები სრულყოფილებიდან მეტზე.
-
სული დაიძლევა არა იარაღით, არამედ სიყვარულითა და სულგრძელობით.
-
სურვილებში ვლინდება ადამიანის არსი.
-
სურვილსა და სწრაფვას შორის მხოლოდ ის განსხვავება არსებობს, რომ სიტყვა „სურვილი“ უმეტესწილად დაკავშირებულია ადამიანებთან მაშინ, როდესაც აცნობიერებენ თავიანთ სწრაფვას, ამიტომ შესაძლებელია დადგინდეს ასეთი განსაზღვრება: სურვილი გაცნობიერებული სწრაფვაა.
-
სწრაფვას, გააკეთო ან არ გააკეთო რაიმე მხოლოდ იმისათვის, რათა მოეწონოს სხვას, ეწოდება პატივმოყვარეობა.
-
უკიდურესი ქედმაღლობა ან უკიდურესი თავმდაბლობა — ეს არის უკიდურესი არცოდნა საკუთარი თავისა.
-
ღვთაებრივ სამართლიანობას დასაშვებად მიაჩნია ეშმაკმა დაუსჯელად ატყუოს ადამიანები, მაგრამ ის ვერ ითმენს, რომ ეს ადამიანები, მათდა საუბედუროდ, ეშმაკის მიერ მოტყუებულნი და შეცდენილნი, დაუსჯელნი დარჩნენ.
-
ღმერთი ანუ ბუნება.
-
ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას, ეწინააღმდეგება გონებას და ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება გონებას არის აბსურდი.
-
ყოველგვარი სიყვარული, რომლის მიზეზია არა სულის თავისუფლება, არამედ რაღაც სხვა, ადვილად გადადის სიძულვილში.
-
ყოველი ღარიბის დახმარება ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება; გაჭირვებულთა მზრუნველობა მთელი საზოგადოების კისერზეა.
-
ყოველივე ამაღლებული იმდენადვე ძნელია, რამდენადაც იშვიათი.
-
შეჯიბრება — ეს არის რაიმეს სურვილი, რომელიც იბადება ჩვენში იმის ზეგავლენით, რომ ჩვენ გვგონია, რომ სხვებსაც სურთ იგივე.
-
შიში — აი, მთავარი მიზეზი, რომლის წყალობითაც ცრურწმენა იბადება, ნარჩუნდება და ძლიერდება.
-
შიში სულის უძლურების შედეგია.
-
შური სხვა არაფერია თუ არა თავად სიძულვილი, რამდენადაც სხვისი უბედურება იწვევს კმაყოფილებას და პირიქით, სხვისი ბედნიერება უკმაყოფილებას.
-
ჩვენ ვუწოდებთ სიკეთეს ან სიავეს მას, რაც ან ხელს უწყობს ჩვენ მიერ არსებობის შენარჩუნებას ან ხელს უშლის მას.
-
ჩვენ მივისწრაფვით, განვიცდით მიდრეკილებას რაიმესკენ, გვწადია რაიმე არა იმის შედეგად, რომ ვთვლით მას სიკეთედ, არამედ, პირიქით, იმიტომ ვთვლით სიკეთედ, რომ მივისწრაფვით მისკენ, განვიცდით მისკენ მიდრეკილებას და გვწადია იგი.
-
ცხოვრებაში ყველაზე სასარგებლოა შემეცნების ანუ გონების სრულყოფა და ეს არის სწორედ ადამიანის უმაღლესი ბედნიერება და ნეტარება.
-
ჭეშმარიტება როდი წყვეტს არსებობას თუ ის არ არის აღიარებული მრავალთაგან.
۞ ÷ ۞ ÷ ۞
გამოყენებული ლიტერატურა
-
Бенедикт Спиноза — Избранные произведения, том I-II, 1957
-
The Cheaf Works of Benedict de Spinoza, vol 1-2
-
ბელენკი მ. — სპინოზა, 1966 წ.
mshvenieria 🙂
madloba avtors ! : )
ძალიან საინტერესოა ყველა მათგანი დასაფიქრებელი და საინტერესოა
თემაშიც გამოვიყენე რამოდენიმე მათგანი მადლობა