დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები

۞ ÷ ۞ ÷ ۞

მათემატიკური მეთოდით დალაგებული „დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები“, რომელიც დაიწერა 1663 წელს, სპინოზას სიცოცხლეში მისი სახელით გამოქვეყნებული ერთადერთი ნაშრომია.

გთავაზობთ ამონარიდს ხსენებული ნაშრომიდან:

„რაც უფრო სრულყოფილია საგანი თავისი ბუნებით, მით უფრო მეტ აუცილებელ არსებობას შეიცავს თავის თავში, და პირიქით, რაც უფრო მეტ აუცილებელ არსებობას შეიცავს საგანი თავის თავში თავისი ბუნებით, მით უფრო სრულყოფილია იგი“.

„ის, რაც შესაძლებელია მოცილებულ იქნას სხეულიდან საგნის მთლიანობის დაურღვევლად, არ წარმოადგენს ამ საგნის არსს, ხოლო პირიქით, თუ ის, რაც მოცილების შემთხვევაში აზიანებს საგანს, ქმნის მის არსს“.

„არავის შეუძლია წარმოიდგინოს სივრცის არ განფენილობის საზღვრები, თუ ის არ წარმოიდგენს მათ შემდგომ სხვა სივრცეს, რომელიც მიერთებული იქნება პირველ სივრცესთან“.

„არც ერთი სხეული არ იკავებს მეორე სხეულის ადგილს, თუ ეს უკანასკნელი, ამავდროულად, არ იკავებს მესამის ადგილს“.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Бенедикт Спиноза — Избранные произведения, том I, 1957 
  2. ბელენკი მ. — სპინოზა, 1966 წ. 
  3. ბაქრაძე კ. — რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, VI ტ. 1972 წ.
Advertisements

One comment on “დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s