ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1661 წელს სპინოზას მიერ ლათინურ ენაზე დაიწერა ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაშრომი დაუსრულებელი სახითაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ პარალელურად სპინოზამ დაიწყო „ეთიკის“ წერა, რომელშიც განიხილა ყველა უმთავრესი საკითხები და ამიტომ ზემოხსენებული ტრაქტატი აქტუალურად აღარ ჩათვალა.

გთავაზობთ ამონარიდს ხსენებული ნაშრომიდან:

„დიდება მიიჩნევა დიდ დაბრკოლებად და ხელის შემშლელ გარემოებად, რადგან მისი მოპოვებისათვის აუცილებლობიდან გამომდინარე ვალდებულნი ვართ მივმართოთ ჩვენი ცხოვრება ხალხის გაგების შესაბამისად, გავექცეთ იმას, რასაც ჩვეულებრივ გაურბიან და ვიღწვოდეთ იმისკენ, რისკენაც ჩვეულებრივ იღწვის ხალხი“.

„ფულისა და პატივმოყვარეობის მოპოვება მავნებელია მანამ, სანამ მათ ეძებენ თავად მათთვის (ფულისა და პატივმოყვარეობისათვის) და არა როგორც საშუალებას სხვა რამისთვის; თუ მათ ეძებენ როგორც საშუალებას, მაშინ მათ ექნებათ ზღვარი და ამდენად არ იქნებიან საზიანონი, პირიქით, ისინი ბევრად შეუწყობენ ხელს იმ მიზანს, რის გამოც მათ ეძებენ“.

„სიკეთეზე და ბოროტებაზე შესაძლებელია საუბარი მხოლოდ შედარებით, რადგან ერთი და იგივე საგანი შესაძლებელია იწოდებოდეს როგორც კარგი და ცუდი განსხვავებულ ვითარებაში და ამგვარადვე შეიძლება ვილაპარაკოთ სრულყოფილზე და არასრულყოფილზე, რადგან არავითარი საგანი, განხილული თავისი ბუნებით, არ იქნება წოდებული როგორც სრულყოფილი ან არასრულყოფილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიგებთ, რომ ყოველი სრულყოფილი ხორციელდება მუდმივი წესრიგის თანახმად და ბუნების განსაზღვრული კანონების შესაბამისად“.

შეუძლებელს ვუწოდებ მე ისეთ საგანს, რომლის ბუნება ეწინააღმდეგება იმას, რომ ის არსებობოდეს; აუცილებელს ვუწოდებ მე ისეთ საგანს, რომლის ბუნება ეწინააღმდეგება იმას, რომ ეს საგანი არ არსებობდეს; შესაძლებელს — ისეთ საგანს, რომლის არსებობა მისი ბუნების მიხედვით არ შეიცავს წინააღმდეგობას, რომ ის არსებობდეს ან არ არსებობდეს“.

۞ ÷ ۞ ÷ ۞

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Бенедикт Спиноза — Избранные произведения, том I, 1957
Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s