۞ ÷ ۞ ÷ ۞
ღმერთის შესახებ მსჯელობის დაწყებამდე მიზანშეწონილად მიმაჩნია თავდაპირველად განისაზღვროს მისი არსი და რაობა, ანუ კონკრეტულად ის, თუ რას მოვიაზრებთ ღმერთის ცნებაში. ღმერთის ცნებაში მე ვგულისხმობ ორ მოვლენას: ღმერთს, როგორც იდეას და ღმერთს, როგორც არსებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უპიროვნო და პიროვნულ ღმერთს.
უპიროვნო ღმერთი არსებობს ადამიანთა წარმოდგენებში მარტოოდენ იდეის სახით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარ გონებაში წარმოსახოს უპიროვნო ღმერთის რეალური სახე. უპიროვნო ღმერთის არსებობა დამოკიდებულია მისი მხარდამჭერი იდეის არსებობაზე ადამიანის ცნობიერებაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ საკმარისია ერთი ინდივიდის გონებაში აღმოცენდეს უპიროვნო ღმერთის არსებობის იდეა, რათა მისი არსებობა მიჩნეულ იქნას დადასტურებულად. იდეა უპიროვნო ღმერთის არსებობის შესახებ სათავეს იღებს მცდარი წარმოდგენებიდან, რომელთაც ღრმად აქვთ ფესვები გამჯდარი უმეცარი ადამიანის გონებაში. ამგვარი იდეის გამოდევნა ადამიანის ცნობიერებიდან კი მხოლოდ მეცნიერულ ცოდნას თუ შეუძლია, რომელიც ქმნის ჭეშმარიტ და უტყუარ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. მხოლოდ მეცნიერულად განმტკიცებულ და დასაბუთებულ შეხედულებებს შესწევთ უნარი უკუაგდონ უპიროვნო ღმერთის იდეა და იგი მეცნიერული ცოდნით ჩაანაცვლონ. მეცნიერული ცოდნით გაჯერებულ გონებაში კი ღმერთის ადგილი არ არის.
პიროვნული ღმერთის არსებობა ერთხმად აღიარებულია და უდავო ჭეშმარიტებად არის მიჩნეული რელიგიურ დოგმატიკაში, რომელიც პიროვნულ ღმერთს განიხილავს როგორც ადამიანური სახისა და მოქმედებების მქონე ზებუნებრივ არსებას, რომელიც თავის მხრივ სამყაროს ერთპიროვნულ შემოქმედად მოიაზრება. რელიგიური დოგმატიკის ფუძემდებლური პრინციპები უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რომელნიც ვერავითარ მეცნიერულ კრიტიკას ვერ უძლებენ და მხოლოდ ბრმადმორწმუნეობაზე ამყარებენ უკანასკნელ იმედებს. საინტერესოა რამდენად შესწევს ადამიანის გონებას უნარი უარყოს პიროვნული ღმერთის არსებობა და მისი მითოლოგიურობა დაადასტუროს. იმ მიზნით, რათა აღნიშნული დასაბუთდეს, საჭიროა ჯერ დავუშვათ მისი არსებობა ვარაუდის დონეზე და შემდგომ, პროცესთა მსვლელობის კვალდაკვალ განვსაზღვროთ მისი კანონზომიერება.
პიროვნული ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთი მოვლენის (სუბიექტის) მიერ მეორე მოვლენის (ობიექტის) წარმოქმნის პროცესი. მსჯელობაში მეტი სიცხადის შესატანად უნდა განისაზღვროს სუბიექტის მიერ ობიექტის ქმნადობის პროცესის ძირითადი მახასიათებლები. ობიექტის შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობისას სუბიექტი გვევლინება გარე სიბრტყეში არსებული დამკვირვებლის როლში და თავისი არსით არ არის ჩართული მიმდინარე პროცესებში, ანუ ის არ წარმოადგენს ობიექტის ქმნადობის პროცესის შემადგენელ ნაწილს. წინააღმდეგ შემთხვევაში სუბიექტი მოკლებული იქნება შესაძლებლობას გარე სივრციდან შეაფასოს მისი ქმნილების იერსახე და ავკარგიანობა. ამასთანავე, სუბიექტის მოქმედება ობიექტის ქმნადობის პროცესიდან მკაცრად გამიჯნულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ საერთო სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ სუბიექტს ობიექტის შექმნის პროცესის შიგნით მოვიაზრებთ, მაშინ ის ამ მთლიანი პროცესის ნაწილად გარდაიქმნება და თუ ის მთელის ნაწილი იქნება, მაშინ ის ვერ იქნება მთელის ერთპიროვნული, სრულფასოვანი შემოქმედი და ამ პროცესის სასურველი მიმართულებით წარმმართველი. სუბიექტი ვერ შეძლებს ობიექტზე ბატონობას და ხელმძღვანელობას, ასეთ შემთხვევაში კი შედეგი ობიექტის სახით ნაკლოვანი და არასრულყოფილი იქნება.
თუ ზემოთ მოყვანილ მახასიათებლებს გავავრცელებთ ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის პროცესზე, რომელშიც ღმერთი ერთპიროვნულ და სრულფასოვან შემოქმედად გვევლინება, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ სამყაროს შექმნის პროცესში ღმერთი აუცილებლად სხვა სიბრტყეში, სხვა სივრცეში უნდა არსებულიყო, ანუ მის მიერ შექმნილი სამყაროს მიღმა და ასე უნდა იყოს დღესაც. ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ პიროვნული ღმერთი — ეს არის მის მიერ შექმნილი სამყაროს საზღვრებს მიღმა, გარე სივრცეში არსებული მოვლენა. თუმცა, სამყაროზე არსებული მეცნიერული წარმოდგენის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც იგი უსასრულო, უკიდეგანო და უსაზღვროა საინტერესოა რა უნდა ვუწოდოთ იმ სივრცეს, რომელშიც ღმერთი სამყაროს შექმნის მომენტში იმყოფებოდა და იმყოფება ახლაც? ეს სივრცე, რა თქმა უნდა, სამყაროს მიღმა უნდა ვეძიოთ, მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ, თუ სამყარო უსასრულო და უსაზღვროა ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც საზღვრები გააჩნია და არც ფარგლები, ხოლო თუ სამყაროს საზღვრები არ გააჩნია, მაშინ შეუძლებელია ვიმსჯელოთ მის საზღვრებს მიღმა არსებულ მოვლენაზე ანუ ღმერთზე, ე.ი. შეუძლებელია არსებობდეს სივრცე, რომელშიც სამყაროს შექმნის დროს ღმერთი იქნებოდა განთავსებული, ხოლო თუ ამგვარი სივრცე არ არსებობს, მაშინ არ არსებობს ამ სივრცეში არსებული მოვლენაც, ე.ი. ღმერთის არსებობა შეუძლებელია, ამ სამყაროში ღმერთის ადგილი არ არის.
კომენტარს ვწერდი და შუქი გაითიშა 😀
ე.ი., სივრცის საკითხი შეიძლება მულტისამყაროს იდეით გადაიჭრას, როგორც მიჩიო კაკუ ამბობს, მულტისამყაროში ისე არიან სამყაროები, როგორც ოკეანის ზედაპირზე – წყლის ბუშტები. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩნდება მულტისამყაროს შემქმნელისა და იმის იქით არსებული სივრცის იდეა და ისევ უსასრულოდ ვივლით. ანუ ღმერთის ჩარევის ალბათობა მეცნიერული მიდგომისას მაინც ნულამდე დადის.
პირადად ჩემთვის ორივე ძნელი აღსაქმელია – როგორც ის, რომ სამყარომდე არაფერი იყო და ისიც, რომ მისი შემქმნელი დაუსაბამოა. ანუ საწყისი წერტილის საკითხთან რომ მივდივართ, ორივე ვარიანტის გააზრება რთულია, რადგან ეს არაა ისეთი მოვლენა, რასაც ხშირად ვხვდებით. კიარადა საერთოდ არ ვხვდებით :d თუმცა ჰოკინგისეული ახსნები უფრო ლოგიკურად მიმაჩნია, ვიდრე ის, რომ ათასობით სინათლის წლის სიგანის გალაქტიკების შემქმნელი ზეარსება სამუდამოდ დამტანჯავს იმის გამო, რომ მოკლეკაბიანი გოგოსკენ თვალი გამექცა და “ცუდმა” აზრებმა გამიელვა 😀
შუქის გათიშვაში ზებუნებრივი ძალები რომ იყო ჩარეული ალბათ ეჭვიც არ გეპარება 😀
მულტისამყაროს იდეა მე სავსებით მისაღებად მიმაჩნია და სულაც არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი აფეთქება მოხდა, რომელმაც ერთი სამყაროს წარმოშობა განაპირობა. თუ აფეთქებამდე იყო ვაკუუმი და იდეალური ვაკუუმი არ არსებობს, ანუ ვაკუუმი აბსოლუტურად ცარიელი არ არის და შედგება ნაწილაკებისაგან, რამაც მატერიას ფორმა მისცა და აფეთქდა და ა.შ., მაშინ სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია მრავალი ასეთი აფეთქებები და შესაბამისად მულტისამყაროს არსებობაც. ღმერთის ადგილს ვერც ამგვარ სამყაროში ვხედავ 😀
არაფრისგან არაფერი წარმოიქმნება და ჩემი გადმოსახედიდან ღმერთიც კი უძლურია არაფრისგან რაიმე შექმნას. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და ამიტომ მას შეუძლია, თუმცა ამას არგუმენტად ვერ მივიღებ. არადა, თუ ღმერთმა სამყარო შექმნა, მაშინ ღმერთი მართლაც არაფრის პოზიციაში უნდა ყოფილიყო, არაფერში უნდა ყოფილიყო განთავსებული და მის წინ შეექმნა სამყარო, რაც აბსურდად მიმაჩნია. გეთანხმები, სასაცილოა ღმერთის ამგვარი მრისხანება ასეთ წვრილმანებზე, მე ვფიქრობ აქ წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია, ხალხს ღმერთის მრისხანების უფრო ეშინია, ვიდრე კანონის და ამით ცდილობენ არასრულყოფილი ხალხის დაოკებას. ღმერთის დაუსაბამობაზე მავიწყდებოდა, თუ იკითხავს ვინმე, რომ ღმერთი ვიღამ შექმნა ან საერთოდ რატომ არსებობს, პასუხია ასეთია — ღმერთზე მაგის თქმა არ შეიძლება, ის ყოველთვის არსებობდა 😀
თქვენი გაცნობა მინდა და თუ სურვილი გექნებათ მომწერეთ ელ.ფოსტაზე intellectclub@mail.ru
და თუ ღმერთი არსებობს ისეთ სამყაროში სადაც დრო არ არსებობს, ესეიგი საწყისის შექმნის პროცესი შეიძლება მარადიულობამ ჩაანაცვლოს, რადგან მოქმედებები (ჩვენს სამყაროში) დროშივეა გაწერილი, და წარმოიდგინეთ სამყარო სადაც დრო არ არის, ესეიგი რაიმეს შექნის გარეშე არსებობა დროის არარსებობით შესაძლებელი ხდება.
დრო ცვლილებისა და მოქმედების საზომია, რამე თუ ხდება, ესეიგი დროც არსებობს. დრო არა ცალკეული მოვლენა, არამედ ადამიანთა შექმნილი ტერმინია სამყაროს აღსაწერად
სულელებო ღვთის შეცნობა არ შეიძლება ქრისტე იძახდა სამყაროს სანამ შევქმნიდი მამასთან ერთად მანამდეც ვარსებობდიო როდესაც ზეცაში ანგელოზები დაეცნენ ღმერთმა დედამიწა ადამიანისთვის გააჩინა საერთოდ სამყარო ქრისტეს სიტყვით შეიქმნა არ მიმაჩნია სწორად ადამიანი ეძიებდეს ამ ჭეშმარიტების ფუძეს როდესაც დრო მოვა ისედაც ყველა გაიგებს ამ ცოდნით კი ადამინაი თავს იღუპავს და სხვასაც ღუპავს,…….
ეეჰ, ოთო, ოთო 😦
ქრისტე რომ მანამდე არსებობდა ამას სად იძახის? ან როგორ არსებობდა მანამდე, როცა მერე დაიბადა? მე ვიცოდი, რომ რელიგიური თვალსაზრისით, სამყარო ღმერთმა შექმნა და არა ქრისტემ.
ჩვენი დაღუპვის რა მოგახსენოდა აი, შენ კი დაღუპული ხარ უკვე 😦
მაგაში მართალს ამბობს, ხორციელად პირველ საუკუნეში გაჩნდა, მაგრამ როგორც ღვთის ძე, მანამდეც იყო.
56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.
57. იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?
58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ioane-8.htm
1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,
2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ebraelta-1.htm
14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;
15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,
16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/kolaselta-1.htm
ეს ყველაფერი ახალი აღთქმის მიხედვით, სადაც იესოს როლი უფრო გაზვიადებულია. ძველ აღთქმაში, კერძოდ, დაბადებაში რატომ არ არის სამყაროს შექმნაში ღმერთთან ერთად იესოს წილი ნახსენები?
ძველ აღთქმაში ზოგადად იესოზე მწირი ცნობებია, სულ რამდენიმე მონაკვეთშია ნახსენები. იმასაც გააჩნია, საწყის იდეად რას აიღებ. სამების იდეის მომხრეების ახსნა ისაა, რომ ღმერთი სადაც წერია, თავისთავად იესო იგულისხმებაო, რადგან ღმერთის ერთ-ერთ ჰიპოსტასს წარმოადგენს. თუმცა ის კი ფაქტია, რომ ებრაელებისთვის, რომლებიც ძველი აღთქმის საუკეთესო მცოდნეები და დამცველ-შემნახველები იყვნენ, ქრისტიანული იდეოლოგია დღემდე მიუღებელია, იესოს კი თვლიან ყველაზე გავლენიან ცრუ მესიად.
საერთოდ ბიბლია საკმაოდ ჩახლართული წიგნია, ამიტომაა ამდენი განშტოება ქრისტიანობაში.
და შენი აზრით, სამყარო, რომელშიც სავარაუდოდ მინიმუმ 500 მილიარდი გალაქტიკაა და თითოეულ გალაქტიკაში ასობით მილიარდი ვარსკვლავი და პლანეტა, მარტო იმისთვის გაჩნდა, რომ ადამიანმა ცაში აიხედოს და თვალი დაატკბოს?
მოდი ახლა შეხედე ათეისტის პოზიციიდან: დედამიწაზე არის მილიონობით რელიგიური სისტემა, ყველა იძახის, რომ თვითონაა მართალი და ამასთან, არცერთს არ აქვს სხვაზე მეტი მტკიცებულება ჭეშმარიტებისკენ, იმიტომ რომ რელიგია რწმენაა, რწმენა კი ფაქტს არ ემყარება. რატომ უნდა ირწმუნოს ათეისტმა ერთი კონკრეტული რელიგია და არა სხვა? რატომ ბიბლია და არა ყურანი ან ბჰაგავადგიტა? რატომ სამება და არა ებრაელების იაჰვე, არაბთა ალაჰი, ინდოელთა კრიშნა ან სულაც ეგვიპტელთა ჰორუსი? რადგან ქრისტიანობაში სასწაულები ხდება? სასწაულები თითქმის ყველა რელიგიაშია და როგორც შენ თვლი, რომ ეგ სასწაულები არაა უზენაესისგან, ისე თვლის ათეისტი ყველა რელიგიაზე.
სხვა რა მიზეზია? წინაპრები რომ მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანები არიან? მაგ ლოგიკით, ირანში დაბადების შემთხვევაში ისლამი იქნებოდა ჭეშმარიტება, შუა საუკუნეების ინდიელებთან – კეცალკოატლი და ა.შ. ხოლო IV საუკუნეზე უფრო ძველი ქართველები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და ქრისტიან ქართველებს წინაპრებისთვის უღალატიათ მაშინ.
ადამიანი თუ დაფიქრდება ლოგიკურად და რაციონალურად, მიხვდება, რომ ამ მომენტში 2 ძირითადი ვარიანტია: ან ყველა რელიგია ადამიანის შემოქმედებაა, ან რომელიმეში მართლაც არის ჭეშმარიტება, მაგრამ მისი პოვნა თითქმის შეუძლებელია.
პ.ს. მათეს სახარებაში წერია, რომ სულელის დაძახებისთვის გეენა ელის ადამიანს.
ratom ggonia rom სამყარო, რომელშიც სავარაუდოდ მინიმუმ 500 მილიარდი გალაქტიკაა და თითოეულ გალაქტიკაში ასობით მილიარდი ვარსკვლავი და პლანეტა-marTlac ase didia? iqneb chven vart Zalian patarebi.(samyarostan ertad). iqneb “viRacis xelis gulshi vetevit”?
დიდი რბილი ნათქვამია, “უზარმაზარიც” არ ჰყოფნის სამყაროს აღწერას 😀
ამ ვიდეოებს უყურე და მცირეოდენი წარმოდგენა შეგექმნება, რამხელა სივრცეში დავხეტიალობთ:
კი, მართალი ხარ, შეიძლება სამყარო სულაც პატარა წვეთია გაცილებით დიდ არეალში. როგორც მიჩიო კაკუ ამბობს: ჩვენი სამყარო ერთი პატარა წყლის ბუშტია მულტისამყაროების ოკეანეში.
ჩემი აზრით, სამყარო რომ მხოლოდ ადამიანთა საარსებოდ შექმნილიყო, ამისთვის მარტო ჩვენი გალაქტიკა საკმარისზე მეტიცაა.
500 მილიარდი ნავარაუდევი რიცხვია, შეიძლება მეტიცაა
http://imagine.gsfc.nasa.gov/docs/ask_astro/answers/021127a.html
http://www.dailygalaxy.com/my_weblog/2012/02/ignoring-500-billion-galaxies-mathematics-vs-common-sense-in-the-debate-about-the-probability-of-ext.html
ასტრონომიასთან ოდნავ შეხება მაქვს და შესაბამისად წარმოდგენაც სივრცეზე, თან ეგ ვიდეოებიც ნანახი მაქვს 🙂
“როგორც მიჩიო კაკუ ამბობს: ჩვენი სამყარო ერთი პატარა წყლის ბუშტია მულტისამყაროების ოკეანეში.”-მაშინ მე ვიტყვი, რომ მულტისამყაროების ოკეანე ერთ-ერთი გუბეა წვიმების შემდეგ:)).. და ასე უსსრულოდ. ანუ მე ვგულისხმობ, სამყარო-როგორიც არის, შეიძლება “ვიღაცისთვის” ან “რაღაცისთვის”იყოს ისეთი, როგორც ჩვენთვის ერთი პატარა უჯრედი და მე ვფიქრობ რომ ის აზრი, რომ თუ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო,რაღატომ “იჩალიჩა” ამდენი (იგივე შენი ნათქვამი, რომ ადამიანებს მხოლოდ ირმის ნახტომიც ეყოფოდათო… მასე სხვაც იტყვის, რომ მხოლოდ მზის სისტემაც ეყოფოდათო და მეც მივამატებდი: მხოლოდ მზე და დედამიწაც ეყოფოდა და შენ დარწმუნებული ხარ, რომ ამ დროს ზეიტგეისტი( იმედია არ ეწყინება:) ) არ იტყვის: ხალხო,შეხედეთ დედამიწის და მზის გარდა სამყაროში არაფერი არ არსებობს,ღმერთი სადაა? ჩვენს იქეთ არაფერია! ან თუ ასეთი მაგარია-შეექმნა სხვა მზეებიც და პლანეტებიც) არაფერს ნიშნავს.
არა, მე რა ხანია იმას ვიხვეწები, რომ ვინმემ ღმერთის არსებობის დამადასტურებელი თუნდაც ერთი არგუმენტი მიჩვენოს, ან რამე საგანი თუ მოვლენა, რომელიც ღმერთის არსებობაზე მიუთითებდეს.
პრობლემა ის კი არ არის, რომ ძალიან ბევრი პლანეტა, ვარსკვლავი თუ გალაქტიკაა, არამედ ის, რომ ამ სამყაროში ძალიან ბევრი რამე არსებობს, რომელსაც მიზანი და დანიშნულება არ გააჩნია და ძალიან ცოტა რამე, რასაც შეიძლება ფუნქცია მოეძებნოს. ჰოდა, მე გეკითხები რა მიზანი ამოძრავებდა ღმერთს, როცა უთვალავი რაოდენობის ციურ სხეულებს ქმნიდა და რა ფუნქცია დააკისრა? რატომ არსებობს ეს ყველაფერი ამ ოდენობით? სწორედ ამგვარი მიზნისა თუ დანიშნულების არარსებობა მიუთითებს უკვე იმაზე, რომ ეს სამყარო ვიღაცას განგებ, გონით არსებას არ შეუქმნია, ეს ყველაფერი არსებობს თავისით და მათი არსებობის მიზნის ძიებაც უკვე აღარ დგება დღის წესრიგში.
დამიჯერე, მარტო მზის სისტემის ზომის რომ იყოს სამყარო, ისიც საკმაოდ დიდი იქნებოდა ადამიანისთვის და შრომატევადი დაკვირვებისთვის.
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები. როგორ შეგიძლია შენ(მეცნიერაბას) თქვა, რომ ამ სამყაროში ბევრ რამეს დანიშნულება არ აქვს? რატომ?-იმიტომ რომ შენ არიცი მათი დანიშნულება? რადგან მეცნიერება ვერ ხსნის რა დანიშნულება აქვს ამდენ ციურ სხეულს, ეს არ ნიშნავს რომ მათ დანიშნულება არ აქვთ. რატომ უნდა დაგიჯერო?
სამყარო რომ შექმნილია,ამას მეცნიერებაც ადასტურებს და შენ რომელიც აცხადებ რომ ხარ შექმნილი, როგორ შეგიძლია თქვა და გჯეროდეს, რომ ხარ არაგონიერი,არავისგან შექმნილი? მე ვთვლი რომ ყველაფერი ზე გონიერი არსების მიერაა შექმნილი.
თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თავისა, ე.ი. ადამიანი ყველაზე აღმატებული და მნიშვნელოვანი არსებაა ღმერთისათვის, შესაბამისად ყველაფერი ამ სამყაროში მისი გულისთვის შეუქმნია, ბილიაბცვე ამას ადასტურებს. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ციურ სხეულებს დანიშნულება გააჩნიათ, მაშინ ეს დანიშნულება ადამიანთან უნდა იყოს აუცილებლად კავშირში და მის ცხოვრებაზე უნდა ახდენდეს გავლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მას არავითარი გავლენა არ გააჩნია ადამიანზე, მაშინ მას ეს დანიშნულებაც არ ჰქონია. რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს რამოდენიმე ათასი სინათლის წლით დაშორებულ ციურ სხეულს ადამიანისთვის ან ზოგადად სამყაროსთვის? არც არაფერი, დედამიწის მიღმა, კოსმოსში ციურ სხეულთა ქაოსია, სადაც არაპროგნოზირებადი მოვლენები ხდება და შეუძლებელია ამ ქაოსს რაიმე დანიშნულება ჰქონდეს, მითუმეტეს ადამიანისთვის. საერთოდ, თუ რაიმეს დანიშნულება აქვს, მაშინ იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ადამიანისათვის არის შექმნილი, მათი დანიშნულებაც ცხადი უნდა იყოს, სხვაგვარად აზრი ეკარგება მის არსებობას.
საერთოდ, მე კი ვარ გონიერი არსება, თუმცა მე როგორც ადამიანს ეს გონება ჩამომიყალიბდა ევოლუციურად, დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვიყენებდი, ვძაბავდი და ვწვრთნიდი გონებას, მით უფრო მივითარდებოდა, ასევე ხელს მიწყობდა ბუნებრივი პირობები. ადამიანის გონიერ არსებად ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა.
როგორც გინდა ისე ჩათვალე, ნება შენია, თუმცა ამ სამყაროს თუ უკეთ შეისწავლი და დააკვირდები, მაშინ მიხვდები, რომ მასში ყველაფერი წინასწარ გაუთვლელი, შემთხვევითი და არაპროგნოზირებადია, მასში არანაირი წესრიგი არ არსებობს, სამყაროში უფრო ქაოსია, ვიდრე წესრიგი და არავინ იცის რა როდის მოხდება.
დედამიწა რომ ბრუნავს ღერძის გარშემო და ორბიტაზე-ეს წესრიგი არაა? სამყარო რომ ფართოვდება(მუდმივად)-არც ეს?
ცუდად არ მინდა რომ გამიგო, მაგრამ იცი როგორი შდაბეჭდილება მრჩება?-ფანატიკოსი ხარ. უღმერთო სამყაროს ფანატიკოსი. შეიძლება მე ვცდები ან კიდევ არავინ მეკითხება, მაგრამ მეც მორალისტი(ამაზე ქვემოთ გკითხავ) ვარ და რომ არ გითხრა სიმართლე-ანუ ის თუ როგორ გამოიყურები გარედან(ყოველ შემთხვევაში ჩემთვის)-არ შემიძლია.
ერთს ნამდვილად ვერ ვიგებ-თუ გწამს რომ ღმერთი არ არსებობს,როგორ გწამს სიკეთის და ბოროტების,კარგის და ცუდის? “ვინ გითხრა” რომ სიკითე სიკეთეა და ბოროტება ბოროტება?
დედამიწისა და სხვა ციური სხეულების ბრუნვა მხოლოდ დროებითია და არანაირ კანონზომიერებას არ ეფუძნება, შესაბამისად ეს არის მოჩვენებითი წესრიგი, მხოლოდ დროებითი და ასე დიდხანს არ გაგრძელდება. საკმარისია მიზიდულობის ძალა შემცირდეს და დედამიწა კოსმოსში დაიაკრგოს, ან გაიზარდოს და რომელიმე პლანეტამ ან მზემ მიიხეთქოს და ფაფუ, გაქრება შენი დედამიწა. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე დედამიწას შთანთქავს მზე. წესრიგი არის კანონზომიერება და დედამიწა რომ რამე წესრიგს ეფუძნებოდეს, მაშინ არასოდეს არ უნდა განადგურდეს, რადგან რელიგიის მიხედვით დედამიწა ადამიანთა სახლია. იგივე შეიძლება ითქვას სამყაროზეც. ფართოვდება, თუმცა ასე არ იქნება ყოველთვის. დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით მოსალოდნელია დიდი ჭყლეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როგორშიც იყო დიდი აფეთქების მომენტში. ეს ე.წ. წესრიგი არის დროებითი, უბრალოდ, ადამიანებისთვის ეს დრო ძალიან დიდია, ხოლო სამყაროსთვის თითქმის არაფერი.
შენ ეტყობა ფანატიკოსის მნიშვნელობა არ იცი. შეუძლებელია ის ადამიანი ფანატიკოსი იყოს, რომელსაც მეცნიერული პოზიცია უკავია და ყველაფერს მეცნეირულ ჭრილში განიხილავს. ფანატიზმი არის ბრმადმორწმუნეობა და ყველაფრის უკრიტიკოს მიღება, იგივე დოგმატიზმი, ხოლო ეს ყველაფერი რელიგიის განუყრელი ატრიბუტებია და ამიტომაც, ფანატიკოსები რელიგიის მიმდევრებში თუა, თორე მეცნიერება ამ ცნებას არ იცნობს. ფანატიზმია ადამიანის მიერ გამოგონილი ღმერთის თაყვანისცემა, ლოცვა, ადამიანის მიერვე დახატული ხატების წინაშე მუხლის მოდრეკა, შიში, მოწიწება და ა.შ. ფანატიზმია როცა ბიბლია ამბობს, რომ “არა გამოსცადო ღმერთი შენი” და ბევრი სხვა.
რაც შეეხება მორალს, ვინ გითხრა, რომ მორალი რელიგიისგან იღებს სათავეს? პირიქით, რელიგია იღებს მორალისგან სათავეს. მორალი როგორც ფილოსოფიური კატეგორია ეფუძნება ბუნების ობიექტურ კანონებს, სამყაროს სინამდვილის შეცნობას და არა ვიღაცის თუ რაღაცის “ნათქვამს”. თვითონ მოვლენის არსი მაიძულებს დავასკვნა ის კარგია თუ ცუდი, ბოროტებაა თუ სიკეთე. ჩემი პრაქტიკული გონება აანალიზებს მოცეულობას და ობიექტური პრინციპების მეშვეობით დგინდება რა არის კარგი და რა ცუდი. მარტივად რომ გითხრა, სიკეთეა ის, რაც ადამიანის თვიშენახვას ემსახურება, ანუ რაც მარგებელია, ხოლო ბოროტებაა ის, რაც ადამიანის თვითშენახვას ეწინააღმდეგება, ანუ მავნებელია, და ამისათვის არ მჭირდება ზებუნებრივი არსების კარნახი. მკვლელობა იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ ღმერთმა თქვა ასე, არამედ იმიტომ, რომ მკვლეობის არსი არის ბოროტება, სიცოხლის მოსპობას ემსახურება და იმიტომ. ღმერთმა რომ გადმოგძახოს ზეციდან, მკვლელობა კარგიაო, ნუთუ მართლა კარგად აღიარებს ხალხი? ღმერთი, იმის თქმით, რომ მკვლეობა სიკეთეა, მას ვერ გადააქცევს სიკეთედ. პლატონის სიტყვები მახსენდება ამაზე, “წმინდა იმიტომ კი არ არის წმინდა რომ ღმერთებს უყვართ, არამედ ღმერთებს იმიტომ უყვართ, რომ თავისთავადაა წმინდა”.
სიკეთესა და ბოროტების განამრტებაზე იხილე https://zeitgeistphilosophy.wordpress.com/2011/12/01/მოკლე-ტრაქტატი-ღმერთის-ა/#more-233
სხვანაირ პასუხს არც მოველოდი 🙂
მე დავიბადე,ვცხოვრობ,მოვკვდები-“ჩემი სიკვდილით” და არა სამყაროს ქაოსის გამო. პირიქით, სამყაროს წესრიგის გამო, მე ვცხოვრობ დედამიწაზე. მე ასე აღვიქვამ ამ ამბავს. შენ კი იმას დარდობ, რომ 5 მილიარდ წელში მზე შავ ხვრელად გადაიქცევაო… და დღევანდელი წესრიგით “ვერ ტკბები”.
ფანატიკოსი-აქაც განსხვავებულად გვესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. მე იმის თქმა მსურს რომ, მიკვირს როგორ შეიძლება ადამიანი(შენ გგულისხმობ) იყოს 100 % -ით დარწმუნებული? შენ შეგიძლია დასვა ეგ შეკითხვა მორწმუნე ადამიანის მიმართ: როგორ შეიძლება ადამიანს 100 %-ით ჯეროდეს ღმერთის არსებობის? და მას დაარქვა ფანატიკოსი და მას ისეთივე რეაქცია ექნება როგორიც შენ(როცა გიწოდე ფანატიკოსი. და ამ შემთხვევაში არ იფიქრო სიტყვა ფანატიკოსის “მეცნიერულ ახსნაზე”)
არ გაგეცინოს, მაგრამ ერთ კითხვას დავსვამ: თეორიულად ხომ შეიძლება რომ მეცნიერები-რომლებიც ამბობენ რომ სამყარო არის 5 მილიარდი წლის(მასე მახსოვს)იტყუებოდნენ? 🙂 მაინც გამეცინა. შენ უბრალოდ მიპასუხე,თეორიულად არსებობს თუ არა ამის შანსი?
მე არ ვამბობ, რომ 100% ვარ დარწმუნებული ისეთ საკითხებში, რომელზეც ცოდნა არ არსებობს. ღმერთის იდეა პირდაპირ რწმენას უკავშირდება და რელიგიურ ადამიანს აქვს რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, მე კი არ მაქვს ასეთი რწმენა, ანუ არ მწამს, რომ ღმერთი არსებობს.
თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა რატომ უნდა იტყუებოდნენ მეცნიერები? რაში სჭირდებათ? ეს ისეთი საკითხია, რომლის დადასტურება მხოლოდ 5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება, ამ აზრით შეიძლება ვინმემ მოიტყუოს, თუმცა მოტივი? თან ამას ბევრი მეცნიერი ამბობს და ყველამ ერთად შეკრა პირი?
კი,ბევრი მეცნიერი ამბობს.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ბევრი იკვლევს ამ საკითხს. ბევრი ამბობს ანუ რაღაც ნაწილს ბევრი ემხრობა.
ის ფაქტი,რომ მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი-ბადებს ბევრ ეჭვს თუნდაც მეცნიერებზე. მდიდარ ხალხს(ქვეყნებს) რომლესაც ათვისებული აქვთ თავიანთი ქვეყნები და რაიონები, გადადიან სხვა რაიონების ათვისებაზე ანუ მიდის გლობალიზაციის პროცესი.ჩემი აზრით,როცა გლობალიზაცია დასრულდება და მთელი დედამიწა იქნება ათვისებული,თავს იჩენს ახალი პრობლემა-“სად წაიღონ ფული”- ამ მიზეზით მოხდება სხვა პლანეტების ათვისება და არა თავშესაფარის ძებნის მიზეზით. გლობალიზაციის მტერი და დიდი პრობლემა არის ღმერთი-რელიგია.
ამით იმას არ ვამტკიცებ რომ მეცნიერები ნამდვილად ნაყიდია, მაგრამ ფაქტია რომ დღეს, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს ფული! და მე ვერავინ დამარწმუნებს 100% -ით რომ მეცნიერები არ არიან ნაყიდი.
შენ დაამტკიცე რომ სამყარო 5 მილიარდი წლისაა?-არა. მაშ რატომ გჯერა იმ ადამიანების,რომლიბიც ამას ამბობენ? რა განსხვავებაა შენსა და იმ ადამიანს შორის,რომლსაც ჯერავს მოციქულების?
ემხრობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველამ გამოიკვლია და ერთ დასკვნამდე მივიდა. მეცნიერული გამოთვლის მიხედვით 5 მილიარდი წლის მერე მზე ამოწურავს თავის რესურსებს და დაიწყებს კვდომას და თან გაანადგურებს დედამიწას. ეს არის სრულიად ბუნებრივი მოვლენა და ამას მეცნიერები აცხადებენ უკვე მკვდარ ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად. მეცნიერებაში ბრმა რწმენა არ არსებობს, ყველაფერი ექსპერიმენტებიდან და რეალური ფაქტებიდან გამოდის. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი, ეს აბსურდია. ძალიან ბევრია ისეთი მეცნიერი, რომელიც პროფესიულ ღირსებას ფულზე არ გაყიდის. მათ აინტერესებთ ჭეშმარიტება და არა ფული, ამიტომაც ისინი გააგრძელებენ ჭეშმარიტების კვლევას. მეცნიერები იმიჯი არის ღირსეული, რადგან არ კადრულობს თაღლითობასა და ხალხის მოტყებას, რასაც რელიგია ჯერ-ჯერობით დიდი წარმატებით ახერხებს.
რას ნიშნავს “სად წაიღონ ფული?” ფული მაშინაც საჭირო იქნება თუ მართლა რამდენიმე ქვეყანა მთელს მსოფლიოზე მოიპოვებს ბატონობას.
მე არ ვარ მეცნიერი და მე არ დამიმტკიცებია, თუმცა მე მჯერა იმ ობიექტური და გონივრულიმეთოდების, რომლებსაც მეცნიერება იყენებს სამყაროს კვლევისას. გარდა ამისა, მეცნიერული დასკვნების შემოწმება ხდება პრაქტიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს კიდევ უფრო მატებს მეცნიერებას სარწმუნოობას. მე მჯერა მეცნიერების იმიტომ, რომ შემიძია მეცნიერული დასკვნის შემოწმება და შედეგების საკუთარი თვალით ხილვა, ხოლო ვისაც მოციქულების სჯერა ის ბრმადმორწმუნეა, რადგან მას არ შეუძლია მოციქულის მიერ ნათქვამში ან ეჭვის შეტანა ან გადამოწმება. სამყაროს ასაკი ერთხმად დადგენილია მეცნიერებაში და ამას იზიარებს ყველამეცნიერი ან მათი უდიესი უმრავლესობა, შეუძლებელია ყველა მათგანი იტყუებოდეს, ეს აბსურდია.
პირველი: კი ბატონო,მეცნიერს აინტერესებს ჭეშმარიტება და ა.შ,მაგრამ იმ ფაქტს ვერსად გავექცევით რომ დღეს ისე როგორც არასდროს,ყველაფერს აკონტროლებს ფული. შენ როგორც მეცნიერების მოყვარულს, გჯერა რომ ალტერნატიული ენერგია “ვერ გამოიყვანეს”? ან კიბო ვერ განკურნეს? მე მჯერა მეცნიერების,მჯერა რომ მათ ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ!,მაგრამ არ მჯერა “მეცნიერების”.
მეორე: ბევრი რამე დღემდე გაურკვეველია მეცნიერებისთვის და ყოველთვის მასე იქნება(ჩემი აზრით) და გავიმეორებ და ვიტყვი: მეცნიერების თეორიების და და მოსაზრებების დაჯერებასა და ქრისტეს მოციქულების დაჯერებას შორის განსხვავება არ არსებობს.
ეს კითხვები ალბათ უფრო პოლიტიკური ელფერის მატარებელია. არ ვიცი რა გამოიგონეს, თუმცა თუ გამოგონილია და ხალხისთვის არ არის ცნობილი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გავლენიან ბიზნესმენებსა თუ ჩნოვნიკებს არ აწყობთ ალტერნატიული ენერგიის იდეა და მხარს არ უჭერენ მის დანერგვას. მეცნიერები კი არ მალავენ, უბრალოდ მათი იდეების პოპულარიზაციას არ ახდენენ ადამიანთა ის კატეგორია, რომლის ინტერესებსაც საფრთხეს უქმნის ამგვარი გამოგონებები. თუ კიბოს წამალი გამოგონილია და ხალხს არ კურნავენ ამით, ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ წამალს ლიცენზია სჭირდება, სახელმწიფოს მიერ აღიარება და შეიძლება ამ მხრივ ხელოვნურ პრობლემებს უქმნიან ზოგ მეცნიერს და ეს გავლენიანი ადამიანების ბრალი შეიძლება იყოს მხოლოდ და არა მეცნიერების. ეს ფაქტი მეცნიერებას საერთოდ არ აყენებს ჩრდილს.
მეცნიერების თეორიებს ის უპირატესობა აქვს, რომ ყველა მათგანი ექსპერიმეტნებსა და დაკვირვებებს ეფუძნება. ნებისმიერი თეორია, სამყაროს წარმოშობის, სიცოცხლის შექმნისა თუ ევოლუციის თეორია მრავალგზის იქნა შემოწმებული და ამიტომაც ჯერა ხალხს, რაზეც ვერ ვიტყვით მოციქულების ქადაგებებზე, რომლებიც მხოლოდ მათ ფანტაზიებს ეფუძნება და არანაირი მყარი მტკიცებულებები არ არსებობს. ანუ განსხვავება ისაა, რომ მეცნიერების მიმართ ნდობა განპირობებულია ფაქტებზე დამყარებული ცოდნით, ხოლო მოციქულების მიმართ არსებობს მხოლოდ ბრმა რწმენა.
იესო ქრისტე იყო დედამიწაზე ადამიანად მოსული ღმერთი იყო ნახევრად ღმერთი ნახევრად კაცი ღმერთ კაცი სამყარო შეიქმნა იესო ქრისტეს სიტყვით იესო ქრისტე ამბობდა მოციქულებს უთხრა მე ვარ ადამიანური ბუნებით თქვენტან და ვაარ ზეცაშიც ანუ იგი პირდაპირ თავის თავს აცხადებდა განკაცებულ ღმერთად იის ვინც ჩაებმება სამყაროს გაგევბაში და ასე თავს დაიყუპავს ადამიანმა უნდა იცხოვროს ღმერთის იესო ქრისტეს ცნებებით ვინც ცხოვრობს ამდენი აბსურდული კითხვა აღარ უჩნდება იესო ქრისტე იყო ღმერთის შვილი ანუ ადამიანური ბუნებით იყო ღმერთის შვილი ღვთაებრიობით იყო ღმერთი იგი რომელმაც შექმნა სამყარო სიტყვით დროის მდინარეებში ადამიანად შემოცურა ანუ განკაცდა კაცი კი ღმერთის შვილიად იწოდება როდესაც დედამიწაზე ურწმუნოება გავრცელდა უამრავი პიროვნება ღმერთს ეძახდა ტავის თავს ბერძნული ღმერთები და ასე ქრისტემ დაამცხვრია ეს ყოველივე მან თქვა წარმართნი ღმერთნი ეშმაკნი არიანო ანუ პირდაპირ ამბობდა ჩემზე მეტი ღმერთი არის მხოლოდ ეშმაკი რომელიც ტავის თავს ღმერთს უწოდებს და ადამიანებში სახლდება ეშმაკი კი იყო იესო ქრისტეს ანგლელოზი ნათლის ანგელოზი რომელიც ქრისტესთან ახლო იდგა მარა მან თავის თავი ღმერთად გამოაცხადა და ღვთაებრივი პატივის მიგება განუცხადა ანგელოზებს თაყვანის ცემა მოიტხოვა იესო ქრისტემ იგი ზეციდან გადმოაგდო და სხვა ანგელოზებიც როდესაც ზეცა დაცარიელდა იესო ქროსტემ შექმნა კაცი ადამი და ცოლი მიცი ევა შექმნა თავის ხატად და მსგავსად ანუ აქედან კიდევ ერთხელ კიდევ ჩაანს რომ ადამ-ევა და საერთოდ კაცობრიობა ღმერთისთვის სამყაროზე ძვირფასია კოსმოსზე და დედამიწაზე როდესაც ადამიანი თავის თავს თავის თავზე მაღლა კოსმოსს აყენებს ჰოროსკოპებს ვარსკვლავებს და ასე შემდეგ იგი არის ღმერთის მგმობელი რადგან მან ღმერთს არ დაემორჩილა როდესაც ადამინი კვდება იგი იესო ქრისტესთან მიდის და ამის არაერთი შმთხვევა არსებობს ადამიანი არ იკარგება ადამიანი მარადიული არსებაა ვინც იძახის რომ იესო ქრისტე ღმერთი არაა იგი ანტი ქრისტიანია ვინც იძახის რომ იესო ქრისტეს არ უთქვამს მე ღმერთი ვარო და ამის მაგალითებიც საკმაოა ისიც ცდება მარტო აღთქმაში იესო ქრისტეს ღმერთობაზე დაახლოებით 50 ადგილია იესო ქრისტე არს ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადამიანის და სამყაროს გამგებელი და არა არს ღმერთი სხვა გარდა ადამიანად მოსული ღმერთისა
არსებობს თუ არა ღმერთი და შექმნა თუ არა მან ეს სამყარო? ”არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”. ზოგზოგიერთებს მგონი ისევ ჯერათ დედამიწა ბრტყელია და არ ბრუნავს? :D:D ბევრი ჯობია არ ვილაპარაკო ამ თემაზე თორემ შეიძლება კოცონზეც დამწვან :D:D
ქრისტიანული სწავლება ადამიანებს ასწავლის რომ ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი არსება ამ სამყაროში რაც კი უფალს შეუქმნია, იგი უფრო ძვირფასია ვიდრე რომელიმე პლანეტა ან გალაქტიკა და საერთოდ ეს სამყარო. ათეისტები კი ამტკიცებენ რომ ადამიანი არის შემთხვევით გაჩენილი არსება როგორც მაგალითად მდინარის პირას დაგდებული ერთი რიყის ქვა, ის არაფრით არ განსხვავდება ადამიანისგან მას უბრალოდ არ გაუმართლა რომ ადამიანად არ გადაიქცა, მაგრამ დადგება დრო როდესაც ადამიანი ამ ქვის ადგილზე ყოფნაზე დაიწყებს ოცნებას, კიდე ათეისთებო გეკითხებით რატო გწყინთ როცა შეურაცყოფას მოგაყენებენ? რატო ამაობთ თქვენი მიღწევებით თქვენ ხო ერთი რიყის ქვისგან არაფრით განსხვავდებით? მიდით ქვსთან და თუ ჩაგიხუთებთ გულში ისე როგორც ეს დედათქვენს ან სხვა რომელიმე ადამიანს შეუძლიათ?
მე ვერ ვხედავ ამ დროს რა ხდება სხვა ადამიანის გულში მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი არარსებობს ან კიედე გული არ აქვს. თქვენი ლოგიკით ტქვენ და რიყის ქვას ერთი ფასი გაქვთ, სცორია რადგან ურცმუნო ადამიანის ფასი ამ ქვეყნად და მითუმეტეს იმ ქვეყნად მართლა ერთი რიყის ქვის ტოლია. გამოფხიზლდით და თავს ნუ იტანჯავთ ადამიანური ლოგიკით და კიდე ყველა ცნობიკი ფიქიკოსი, ქიმიკოსი თუ მეცნიერი ნებისმიერ დარგში მორწმუნეა.
მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ქადაგებს ქრისტიანული სწავლება, არამედ ის, თუ რა არის ჭეშმარიტება. დამაჯერებლობის მიხედვით სამყაროს შესახებ მეცნიერულ-ათეისტური შეხედულება უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ქრისტიანული, ამიტომაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ შეხედულებას, რომელიც ყველაზე ახლოა ჭეშმარიტებასთან, მიუხედავად იმისა მისაღებია ის ჩვენთვის თუ არა.
მეცნიერული ათეიზმი შორს დგას იმ მოსაზრებისგან, რომ ადამიანი და რიყის ქვა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს შეხედულება, მარტივად რომ ვთქვათ არის უპასუხისმგებლო და დაუსაბუთებელი. პირიქით, მეცნიერება აღიარებს ადამიანის უნიკალურობას და განსაკუთრებულობას, შესაბამისად ადამიანი ბევრად აღმატებული არსებაა, ვიდრე რიყის ქვა.
“ურწმუნო ადამიანის ფასი ამ ქვეყნად და მითუმეტეს იმ ქვეყნად მართლა ერთი რიყის ქვის ტოლია” — იქნებ გვითხრა ასეთს რას ძენს მორწმუნეობა ადამიანს რომ მის გარეშე ის რიყის ქვას უტოლდება?
“ყველა ცნობილი ფიზიკოსი, ქიმიკოსი თუ მეცნიერი ნებისმიერ დარგში მორწმუნეა” — ეს რომ მართლაც ასე იყოს, არაფერს დაამტკიცებდა, განსაკუთრებით ღმერთის არსებობას.
რა სასაცილოები ხართ როცა ღმერთმა ადამი შექმნა იგი ყველა ქმნილებაზე მაღლა დააყენა და უთხრა რომ სამყაროსთვის მიეხედა ვქმენ კაცსა ხატად და მსგავსად ჩუენდა უპატრონოს ზღვაში თევზს ცაში ფრინველს მთელს დედამიწას ანუ სამყაროს უფლება ღმერთმა ჩააბარა ადამიანებს მარა ადამიანები თავის უკუღმართობის ღვთის გმობამდე მიდიან მე ამას მასწავლის ქრისტიანობა ქრისტე ამბობს ყურის დამნერგავს არ ესმის,ანდა თვალის დამნერგავი ვერ ხედავს მეცნიერება ფეხქვეშ გამითელავს და მიმიფურთხებია ადამიანი ვარსკვლავზე მთვარეზე მზეზე და გალაქტიკაზე ძვირფასია ისე ალბათ ისიც გეხოდინებათ რომ ადამიანი უფრო ძლიერი არსებაა ვიდრე სხვა ქმნილება მაგალითად მზე ადამიანს ვერაფერს დააკლებს თუ ადამიანი არ სცოდავს და ღმერთი არ დაუშვებს ადამიანი სამყაროს მეფე ბატონია ანუ ღმერთი ადამინს ქრისტიანული გაგებით სამყაროს ღმერთი ქვია რადგან ღმერთმა შეგვქმნა და არა სამყარომ ჩვენ ქმნილი ღმერთები ვართ ავიღოთ სტივ ჰოუკინგი მეცნიერი რომელიც იძახის ღმერთის არ მწამსო და დაისაჯა წარმოიდგნეთ ცხენიდან გადმოვარდნილა და ოთხ თვალათი დაგორავს არადა ცხენიდან როგორც არ უნდა გადმოვარდეს ადამიანი ასეთი არაფერი დაემართება იგი დამბლადაცემულია ავიღოთ ტიტანიკი რომელიც ღმერთმა ჩაძირა კაპიტანი ტრაბახობდა ამ გემს ზეციერი მამაც ვერ ჩაძჳრავსო და საერთოდ დაიფხვნა იმ უდანაშაულო ადამინების სიკვდილი კი მისივე კისერზეა ტიტანიკი პირჯვრის დარად გაიხლიჩა და როგორც თვითმხილველები ამბობენ ზეციერმა გიგანტურმა თითმა გახლიჩა გემიო და არა აისბერგმა ანდა აისბერგს რომ ჩდაეჯახოს გემი დიდი ვერაფერი დაემართება ავიღოთ ზანგები ღვთის მგმობები მთელი მსოფლიო ეხმარება ზანგებს და მშივრები არნია და ვერ ძღებიან მე შეიძლება ერთადერთი ადამიანი ვიყო დედამიწაზე რომელსაც ისინი არ ებრალება განა არ წერია 2 ქალი გამოაცხობს პურს და უამრავს ეყოფა ღვთის გმობისთვის კი მთელმა 100 ქალმაც რომ გამოაცხოს პური 10 კაცსაც არ ეყოფაო განა ქრისტემ არ გააძღო 5 პურით 5 000 კაცი და 2 თევზით ეს ხომ დასტურის იმ უპატრონოებს კი ანუ ზანგებს ასეთი რა დაემართათ ანუ ღვთის გმობა ქრისტეს გმობა ქვეყნებს სპობს და ანადგურებს რაც არ უნდა ძლიერი ქვეყანა იყოს წამებში მიწასთან გასწორდებაგახსოვთ იაპონია რომ დაინგრა თურქეთი რომ დაინგრა ამ 2-3 წლის უკან გაიხსენეთ და მიხვდებით
კაი 🙂
გადავხედე კომენტარებს და ყოჩაღ ადმინ შენს გაძლებასა და უმაღლეს ჯენტლმენობაში მყოფადობას. საკუთარი განპირობებული გონებით უდგებიან ყველაფერს და ამ გონების განპირობებულობის მოშრებას ოდნავადაც არ ცდილობენ.დღემდე ებრაელების მოგონილი ზღაპრების სჯერათ. შენი ბლოგი კი მომეწონა და ამიერიდან ამ ბლოგის ერთგული მკითხველი ვარ.
ის აისბერგი ღმერთი იყო?
ტიტანიკი აისბრგს დაეჯახა მხოლოდ ფორმალურად მასზე მყოფი თვითმხილველები ამბობდნენ რომ გემი ზეციურმა გიგანტურმა თითმა გახლიჩაო სხვათაშორის ერთი მღვდელიც ქადაგებდა აი ლინკი თუ კიდევ გექნებათ კითხვები დაწერეთ და პასუხს გაგცემთ http://www.youtube.com/watch?v=bnFIqVoDF_o
თითქოსო, იმედია ამ სიტყვის მნიშვნელობა იცი : )
მეორეც, ტიტანიკზე მყოფი 1500 ადამიანის დახოცვა იმის გამო, რომ კაპიტანმა რაღაც წაიპრუტუნა, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლობაა. თუმცა ეგვიპტელი ბავშვების ამოხოცვის მერე რომელ სამართალზეა ლაპარაკი :დ
ღმერთზე სამართლიანი არავინ და არაფერია მართალი ხარ უსამართლობაა როცა დღესაც ცოცხლები ვარტ ამდენი უწმიდურობის გამო თუმცა სხვაა ღმერთის საზომი და სხვაა ადამიანის საზომი ღმერთი არის ყოვლად მოწყალე ყოვლად კეთილი და ყოვლად სამართლიანი ანუ იძახი რო ღმერთზე კეთილი ხაარ?? და მეორე რა ეგვიპტეზე მელაპარაკები მათ თავიაანთი ალაჰი უშველით ანუ ეშმაკი ჩვენ კი ჩვენი ვიკითხოთ
საიდან მოიტანე რომ ალაჰი ეშმაკია ? :დ
ეგრე მუსლიმისთვის იესოც ავსული იქნება
გადახედე ძველ აღთქმას და ნახავ ახალ აღთქმამდე რამხელა ”პროგრესი” განუცდია ღმერთს ჰუმანიზმთან მიმართებაში
ეგვიპტელ და ებრაელ ბავშვებს რომ ავლებდა მუსრს მაშინაც კეთილი იყო ?
და რატომ აწერ ალაჰს საწყალი ბავშვების სიცოცხლეს ? მაგ დროისთვის ჩაფიქრებულიც კი არ იყო ალაჰის და მუჰამედის ცნებები
შენი ლოგიკით ღმერთს მარტო ქრისტიანები გაუჩენია ამ ქვეყნად..თავისიანებად :დ სხვები არ აინტერესებს და სხვა ღმერთს აბარებს მათ ბედს :დ :დ
even jesus did facepalm
მომისმინე მომისმინე მეგობარო მე ქრისტიანობა მასწავლის იესოს მერთობას და არა ალაჰისას იესო ამბობდა ვინც მე მაღიარებს ადამიანად მოსულ ღმერთად მეც ვაღიარებს მაას ვინც უარმყოფს მეც ვუარყოფ მაასო ბიბლიური ალაჰი და ყურანის ალაჰი არაა ერთიდაიგივე ღმერთი ყურანში ნახსენები ალაჰი არის ეშმაკი და ბიბლიური ალაჰი არის იესო ქრისტე რომელიც ადამიანებს და ქვეყნიერებას ადამიანის სხეულიუთ დაენახა მაცხოვარი ბრძანებს მე დდედამიწაზეც ვარ როგორც ადამიანი და ზეცაშიც ვზივარ როგორც ღმერთი არავინ ასულა ზეცაში გარდა ზეციდან ჩამოსული ძე კაცისა რომელიც ამავე დროს ზეცაშიაო მუჰამედი კი რომელმაც სისულელეები შექმნა და ერთი პერიოდი თვითონაც ფიქრობდა ეშმაკი მაწვალებს ალბათო ჯოჯოხეთის ჯურღმულში იტანჯება უამრავი ადამიანის სულის დაღუპვისათვის თუ მუსლიმი ხარ მაპატიე მაპატიე მარა ყურანს კატეგორიულად ვუარყოფ ვუარყოფ იმ უაზრობებს რაც მასში წერიადა ვუარყოფ იმ ალაჰს რომელიც მასში წერია ღმერთი არის ერთი იესო ქრისტე რომელიც ჩამოვიდა დედამიწაზე და იშვა ისრაელში ისე რომ ებრაელი არ ყოფილა რადგან ღმერთს ეროვნება არ აქვს და იესო ქრისტე ნიშნავს ღვთისგან ცხებულს უცოდველს და ღვთის უმანკო კრავს ისევე როგორც არც ქრისტიანობაა ებრაული რელიგია
ოჰ იკა ოჰ იკა რა ბრძნული აზრი თქვი))) მოვა იმ სამყაროს დროც))) ალლაჰი ვინაა და ვინაა ეშმაკი გაირკვევა, ისლამში იესო ქრისტე ისა(მშვიდობა მას) ღმერთის მოციქულია შუამაბვალი ხალხსა და ღმერთს შორის, როცა ალლაჰზე სუბრობთ არ დაგავიწყდეთ რატომ მოვიდა ისლამი რატომ არის მუჰამედი წინასწარმეტყველთა ბეჭედი, ისლამი მოვიდა სამყაროში იმიტომ რომ ქრისტიანობა სწორ გზას აცდა! ლოგიკა სადა გაქვთ? გამოფხიზლდით ქრისტიანებო! თქვენ, თქვენზე მოცემულ 10 მცნებას უხეშად არღვევთ! მაგალითად: 1 მცნება – რომ არავინ გაიჩინო სხვა ღვთაება.ანუ ერთი ღმერთის გარდა. თქვენ ამბობთ სამებას. 2 მცნება. არ გაიკეთო კერპები რაც ცაშია და რაც მიწაზეა რაც წყალშია. თქვენ ხატებს თხოვთ დახმარებას რომელიც მიწაზეა. 4 მცნება. შაბათი დღე უნდა იყოს სალოცავი დღეს. ქრისტე (მშვიდობას მას) შაბათის აღსასრულებლად არის მოსული რომელსაც ვკითხულობთ მათეს სახარების 5:17. ხალხნო მაშ საიდან გაჩნდა კვირა? მოთოლოგიური მიტრას სათაყვანო დღე კვირა იყო. აი ამიტომაც არის თქვენთან სათაყვანებელი დღე კვირა. დაუფიქრდით ხალხნო მითებს მიჰყვებით თუ მკაცრ მონოთეისტურ რელიგიას? პირველი,მეორე და მეოთხე მცნებებს უხეშად არღვევთ და თქვენ კარგად იცით რა შედეგებს გამოიღებს 10 მცნების დარღვევა.
ჯერ ერთი ამხანაგო! სამება ერთი ღვთაებაა.. როგორც ადამიანი ორებაა… ადამიანს 2 ნება აქვს; სულიერი და ფიზიკური ნება…. ჩვენ არ ვამბობთ რომ ადამიანი 2 არის!! მეორეც ერთი თუ ჭეშმარიტებას ქადაგებს მუსლიმანობა…
რატომ ავრცელებდა ჭეშმარიტებას ხოცვა ჟლეტიით? ეხლა თავი არ გაიმართლოთ! არაბებმა ირანი ისე დაანგრიეს რომ მერვე საუკუნიდან, მეშვიდე საუკუნიდან შუა საუკუნეებამდე, ირანი არაფერს წარმოადგენდა და მახვილით იქნა ქადაგებული რჯული, მუჰამედმა მახვილითვე არ დაიწყო განაა, რჯულის გაცხადება!!! ქრისტიანობა მხოლოდ სიტყვით, ლოცვით იქადაგებოდა ყოველთვის…
ყურანში ნახსენები ალაჰი არის ეშმაკი! რომელიც ნათლის ანგელოზის სახით ეცვენა მოჰამედს და დაღუპა….ჩვენ ქრისტიანები ველოდით აღთქმულ მესიას, ჩვენ ის მივიღეთ!
თქვენ ისმაილების შთამომავლები ელოდებით მეთორმეტე იმამს, და ის იქნება ანტიქრისტე ანუ ეშმაკი..
იკა, ყველაფერი ისე დაწერე რასაც ვფიქრობდი.
salami yvelas minda chemiazri gagiziarot gmertze da aseshemdeg (ika momwons rogorc azrovneb) gmerti arsebobs magram is borotia is siyvaruli ar aris da tu is siyvarulia mashin ratom gawira erti debili vashlistvis amdeni adamiani xomxedavt ra uazroba gamodis, sainteresoa roca adamiani ar arsebobda mashin gmerti ras aketebda daskvna gmerti iyo marto aravis aruyvarda da mounda tan vinmes yvareboda da tan vinme yofiliyo misi mona rakargad jgers 😀 yvelaferi rac samyaroshi xdeba es gmertis bralia es arcerti adamianis brali ar aris imitom ar aris rom yvelaferi gmertis sheqmnlia, 😀 😀 😀
Pingback: ღმერთი მოკვდა – Site Title
Pingback: ღმერთი მოკვდა – პრომეთე