ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1668 წელს სპინოზამ დაამთავრა „ღვთისმეტყველურ-პოლიტიკური ტრაქტატი“. იან რიუვერტსმა იკისრა ზრუნვა მეგობრისა და მასწავლებლის ახალი თხზულების გამოცემაზე. რიუვერტსის რჩევით გადაწყდა ტრაქტატის ანონიმური გამოცემა. პირველი გამოცემა იბეჭდებოდა ამსტერდამში, ქრისტეფორე კონრადთან — 1670 წელს. წიგნის გარეკანზე აღნიშნული იყო, რომ ის ჰამბურგში, გამოგონილი პირის — ჰენრიხ კიუნრატის სტამბაშია გამოცემული. სრული ტექსტი

ეთიკა

۞ ÷ ۞ ÷ ۞

სპინოზას „ეთიკა“ (დამტკიცებული გეომეტრიული წესით) ხუთ ნაწილად იყოფა: 1) „ღმერთის შესახებ“, 2) „სულის ბუნებისა და წარმოშობის შესახებ“, 3) „აფექტების წარმოშობისა და ბუნების შესახებ“, 4) „ადამიანის მონობის ანუ აფექტების ძალის შესახებ“, 5) „გონების ძალის ანუ ადამიანის თავისუფლების შესახებ“. პირველი ნაწილი —  „ღმერთის შესახებ“ იწყება განსაზღვრებებით. ამ განსაზღვრებებში დადგენილია ყველა ძირითადი ცნება, რომლებიც სპინოზას კონცეფციას გამოხატავს. სრული ტექსტი

ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1661 წელს სპინოზას მიერ ლათინურ ენაზე დაიწერა ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაშრომი დაუსრულებელი სახითაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ პარალელურად სპინოზამ დაიწყო „ეთიკის“ წერა, რომელშიც განიხილა ყველა უმთავრესი საკითხები და ამიტომ ზემოხსენებული ტრაქტატი აქტუალურად აღარ ჩათვალა. სრული ტექსტი

დანართი, რომელიც შეიცავს მეტაფიზიკურ აზრებს

۞ ÷ ۞ ÷ ۞

მეტაფიზიკური აზრების შემცველი დანართი, რომელიც სპინოზას მიერ დაწერილია 1663 წელს მოკლედ აღწერს მეტაფიზიკის ზოგადი და სპეციალური ნაწილების შედარებით უფრო რთულ საკითხებს, რომელიც შეეხება არსებულს და მის განსაზღვრებებს, ღმერთს და მის ატრიბუტებს, აგრეთვე ადამიანის სულს. სრული ტექსტი

დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები

۞ ÷ ۞ ÷ ۞

მათემატიკური მეთოდით დალაგებული „დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები“, რომელიც დაიწერა 1663 წელს, სპინოზას სიცოცხლეში მისი სახელით გამოქვეყნებული ერთადერთი ნაშრომია. სრული ტექსტი