ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

1661 წელს სპინოზას მიერ ლათინურ ენაზე დაიწერა ტრაქტატი გონების სრულყოფის შესახებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაშრომი დაუსრულებელი სახითაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ პარალელურად სპინოზამ დაიწყო „ეთიკის“ წერა, რომელშიც განიხილა ყველა უმთავრესი საკითხები და ამიტომ ზემოხსენებული ტრაქტატი აქტუალურად აღარ ჩათვალა. სრული ტექსტი

Advertisements

დანართი, რომელიც შეიცავს მეტაფიზიკურ აზრებს

۞ ÷ ۞ ÷ ۞

მეტაფიზიკური აზრების შემცველი დანართი, რომელიც სპინოზას მიერ დაწერილია 1663 წელს მოკლედ აღწერს მეტაფიზიკის ზოგადი და სპეციალური ნაწილების შედარებით უფრო რთულ საკითხებს, რომელიც შეეხება არსებულს და მის განსაზღვრებებს, ღმერთს და მის ატრიბუტებს, აგრეთვე ადამიანის სულს. სრული ტექსტი

დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები

۞ ÷ ۞ ÷ ۞

მათემატიკური მეთოდით დალაგებული „დეკარტის ფილოსოფიის საფუძვლები“, რომელიც დაიწერა 1663 წელს, სპინოზას სიცოცხლეში მისი სახელით გამოქვეყნებული ერთადერთი ნაშრომია. სრული ტექსტი

მოკლე ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ

۞ ÷ ۞ ÷ ۞

რაინსბურგში ყოფნისას სპინოზამ დაწერა (როგორც ვარაუდობენ — 1658-60წწ.) თავისი პირველი შრომა „მოკლე ტრაქტატი ღმერთის, ადამიანისა და მისი ნეტარების შესახებ“. ეს შრომა აღმოჩენილ იქნა მხოლოდ XIX საუკუნეში. სრული ტექსტი